გამოწერილი ნივთის მიწოდებას ფოსტის ფილიალამდე სჭირდება 8-14 სამუშაო დღე.
შეკვეთის სტატუსის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ.
შეძენის შემდგომ პირველივე სტატუსი არის "გადახდილია" რომელიც იცვლება 48 სათის განმავლობაში სტატუსით
"დადასტურებულია". ეს ნიშნავს, რომ გამყიდველმა მიიღო გადახდილი თანხა და დაადასტურა შეკვეთა.
დადასტურებიდან 1-3 სამუშაო დღეში გამყიდველი ვალდებულია გამოგზავნოს შეკვეთა ჩინეთის საწყობში.
ამ პროცედურის დაწყების მაუწყებელი სტატუსი არის "გამოგზავნილია". საწყობში გაგზავნილი ამანათი 
მიდის 24 საათში. საწყობიდან გამოგზავნილ ამანათს ენიჭება სტატუსი "გამოგზავნილია საქართველოში".
გამოგზავნიდან 3-4 სამუშაო დღეში ამანათი ჩამოდის საქართველოში საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო
აეროპორტის საბაჟო ტერმინალში. საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ ამანათი იგზავნება მომხმარებლის
მიერ არჩეულ ფოსტის ფილიალში. ფილიალში განაწილების დრო შეადგენს 1-2 სამუშაო დღეს. ფილიალში
მისვლის მაუწყებელი სტატუსი არის "ამანათი ფოსტის ოფისშია"  ამ სტატუსის მინიჭების შემდგომ თქვენ
შეგიძლიათ მიაკითხოთ ფოსტის ფილიალს და გაიტანოთ ამანათი.

 
                                                               წარმატებულ შოპინგს გისურვებთ.
                                                                                              chinamall.ge-ს ადმინისტრაცია.