1. ხელშეკრულების საგანი
• საიტის მასალების და სერვისების გამოყენების პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
• კომპანია chinamall.ge -ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული
ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. 
• საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
ცვლილებები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებიდან 3 (სამი) დღის შემდეგ. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება
ცვლილებებს, იგი ვალდებულია გააუქმოს თავისი “user”-ი და შეწყვიტოს www.chinamall.ge-ით სარგებლობა.

2. მომხმარებელის ვალდებულები:
• მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს
ან საერთაშორისო კანონმდებლობის, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, საავტორო უფლებების
დარღვევად. ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს საიტის ნორმალური ფუნქციონირება;
• საიტის მასალის გამოყენება მფლობელის თანხმობის გარეშე დაუშვებელია;
• საიტის მასალის ციტირებისას სავალდებულოა საიტის ლინკის მითითება;
• მომხმარებლების ჩანაწერები და კომენტარები არ უნდა მოდიოდნენ საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში
და უნდა ემორჩილებოდნენ ეთიკის ნორმებს.


3. მომხმარებელი თანახმაა
• საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გამოიყენოს მომხმარებლების ელექტრონული ფოსა და მობილურის ნომრები მოკლე
ტექსტური შეტყობინების გასაგზავნად  მომხმარებლებთან სიახლეების ან რაიმე ახალი პროდუქტის შესახებ, ასევე რეკლამის სახით.
მომხმარებელი გაფრთხილებულია იმის შესახებ რომ საიტის ადმინსიტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შიდა რესურსების
გამოყენებაზე, ლინკები რომლებიც შეიძლება იქნეს განთვსებული საიტზე;
• მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ნივთების ხარსხზე,
არ აქვს პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი საიტზე დარეგისტრირებულ გამყიდველებთან;
• მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტის მომსახურების ყველა მასალაზე და ყველა გვერდზე შეიძლება განთვსებულ იქენს რეკლამა.

4. შეკვეთა:
• მომსახურბის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია თავად გაიაროს რეგისტრაცია საიტზე. საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ
აგებს მოხმარებლის მეირ შეყვანილი ინფორმაციის ნამდვილობაზე;
• შეკვეთის გაფორმება მიმდინარეობს დამოუკიდებლად მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილიდან. მომხმარებელი თავად
ახორცილელებს ნივთის არჩევას და თავად ანთავსებს კალათაში. მომხარებელს შეკვეთის გაფორმების დასრულებამდე შეუძლია
შეცვალოს კალათაში მოთავსებული ნივთები, წაშალოს ან დაამატოს. ინფომრაცია შეკვეთის გაფორმებაზე მომხმარებელს აქვს
განთავსებული საკუთარ პროფილში.
• შეკვეთაში უნდა იყოს მითითებული:
ა) მომხამრებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი და მისამართი;
ბ) შეკვეთის დასახელება, ზომა, ფერი, რაოდენობა;
• შეკვეთაში შეიძლება იქნეს დამატებული ნივთები ან/და გაუქმებული, სანამ არ დასრულდება შეკვეთის გაფორმება.
• საიტის ადმინსიტრაცია პასუხს არ აგებს არჩეული ნივთის მუდმივად არსებობაზე საწყობში, რომელიც განთვსებულია კატალოგში.
ნივთის არ არსებობის შემთხებაში საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა და შეტყობინება გაუგზავნოს მყიდველს
ელექტრონული ფოსტის ან პირადი კაბინეტის საშუალებით, შეკვეთის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმვალობაში.
• საიტის ადმინსიტრაცია პასუხს არ აგებს ნივთის მომწოდებლისგან მოწოდებული ნივთის ფერზე, ზომაზე და ხარისხზე.
• მყიდველმა გადრა ნივთის ფასისა; დამატებით უდნა გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება;
• მომხმარებელი ვალდებულია ნივთის არჩევის დროს მიუთითოს მომწოდებლის მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია,
ისეთი როგორიც არის: ზომა, ფერი და სხვ. საიტის ადმინსიტრაცია პასუხს არ აგებს მომწოდებლის მიერ ნივთზე განთავსებული
ინფორმაციის სიზუსტეზე.
• მომხმარებელი ვალდებულია თუ ნივთი ექვემდებარება განბაჟებას თავად გადაიხადოს განბაჟების საფასური საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის მიხედვით.

5. გადახდა:
• ბალანსის შევსება საკუთარ კაბინეტში შესაძლებელია საიტზე მითითბული გადახდის საშუალებებით.
• თუ ნივთის რეალური საფასური განსხვავდება სატზე მითითებული მომწოდებლის მიერ განთავსებული ფასებისგან, საიტის ადმინისტრაცია
პირველივე შესაძლებლობაზე ატყობინებს მომხმარებელს ამის შესახებ ელ. ფოსტის ან პირადი კაბინების საშუალებით. კავშირის დაუმყარებლობის
შემთხევაში აუქმებს შეკვეთას და თანხას ასახავს ბალანსზე;
• საიტი არ ყიდულობს ნივთებს და არ აგზავნის ნივთებს გადახდის გარეშე;
• თუ ნივთების შიდა მიწოდება (ჩინეთში) განსაზღვრულ თანხაზე არის უფასო, მაგრამ რომელიმე ნივთის არ არსებობის შემთხევაში მთლიანი
ღირებულება კლებულობს, ამ შემთხევაში შიდა გადაზიდვა ხდება ფასიანი და მომხმარებელი ვალდებულია შიდა გადაზიდვის საფასური გადაიხადოს.

6. შეკვეთის გაფორმება მომწოდებელთან:
• მომხმარებლის მიერ შეკვეთის გადახდის შემდებ საიტის ადმინსიტრაცია აფორმებს შეკვეთას ჩინელ მომწოდებელთან, რომელიც
უზრუნველყოფს ნივთის მიწოდებას ჩინეთის საწყობში. 
• შეკვეთის დამუშავებას და მიწოდებას ჩინეთის საწყობამდე სჭირდება 3-7 სამუშო დღე;
• ინფომრაცია ნივთის შეკვეთა-ყიდვა-ჩინეთის საწყობში მიტანამდე აისახება მომხმარებლის საკუთარ კაბინეტში;
• თუ მომწოდებელი აგვიანებს ნივთის მიწოდებას ჩინეთის ოფისამდე შეტყობინების ან ინფორმაციის გარეშე, საიტის ადმინისტრაცია
უფლებას იტოვებს  გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელი ჩააყენოს საქმის ყურსში ელ.ფოსტის ან პირადი კაბინეტის საშუალებით და
თანხა ბრუნდება ბალანსზე 5 სამუშაო დღეში;.
• ჩინეთის ოფისში დაზიანებული შეფუთვის მიღების შემთხევაში საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია დააბრუნოს ნივთი,
გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელი ჩააყენოს საქმის ყურსში ელ.ფოსტის ან პირადი კაბინეტის საშუალებით და თანხა ბრუნდება
ბალანსზე 5 სამუშაო დღეში.

7. ამანათის ფორმირება და საქართველოში ტრანსპორტირება:
• ამანათის ტრანსპორტირება და საქართველოში ჩამოტანა ხორციელდება საიტზე მოცემული ტარიფების მიხედვით
• ამანათის ტრანსპორტირება ხორციელდება ჩინეთის ოფისში მიტანიდან 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში.
• ამანათების ჩამოსვლის შემდეგ საიტის ადმინისტრაცია ვალდებულია ასახოს მომხამრებლის პირად კაბინეტში ამანათის ჩამოსვლის დრო .
• მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების საფასური, თუ მას შეკვეთის გაფორმებისას არ გადაუხდია. ამანათის      ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს მისის საქარელოში ჩამოსვლის დღიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს "ჩაინამოლი"  უფლებას იტოვებს გაუკეთოს ნივთს რელიზაცია და დაფაროს მომხარებლის მიერ მოყენებული ზარალი.

• მომსახურება ითვლება დასრულებულად, მომხმარებლისათვის ამანათის ჩაბარების მომენტში.

 
ამანათის ტრანსპორტირების საფასურის განსაზღვრისას  (ტანსაცმელის და ფეხსაცმელის გარდა) - მხედველობაში მიიღება ამანათის
ფიზიკური და მოცულობითი წონის თანაფარდობა. თუ მოცულობითი წონა აღემატება ფიზიკურ წონას, ამანათის წონა ანგარიშდება
მისი მოცულობიდან გამომდინარე და პირიქით, თუ ამანათის ფიზიკური წონა აღემატება მის მოცულობით წონას, ანგარიშდება ფიზიკური
წონის მიხედვით.
 
მოცულობითი წონის დაანგარიშება - გამოიყენება ავიაკომპანიების მიერ და გულისხმობს სპეციალური ფორმულის გამოყენებით,
ტვირთის წონის დადგენას მისი მოცულობიდან გამომდინარე:
 
სიგრძე X სიგანეზე X სიმაღლეზე / 6000  (სანტიმეტრის შემთხვევაში)
სიგრძე X სიგანეზე X სიმაღლეზე / 366  (ინჩის შემთხვევაში)